logo
ENG



მარინა ეზუგბაია: გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, მისი მდგომარეობა უცვლელია

09 მაი 202010:56
3 წუთის საკითხავი
 
dgfurqwv4dxpm5z.png

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია კლინიკაში მყოფ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი ტქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 41 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ეზუგბაია გამოჯანმრთელებულ პაციენტებზეც საუბრობს. მისი თქმით, 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, ინფექციური საავადმყოფოდან 85 განკურნებული პაციენტია გაწერილი. 

“ამ ეტაპზე გვიწევს 42 პაციენტი, ერთი არის შესაძლო შემთხვევა, 41 - დადასტურებული. ჩვენთან კვლავ არ შემოსულა ახალი დადასტურებული შემთხვევა. გვყავს ერთი კრიტიკული პაციენტი, მისი მდგომარეობა უცვლელია და ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობაც უცვლელია. ორივე პაციენტთან სიმძიმის განმსაზღვრელი არის თანარსებულად მიმდინარე დაავადებები.

გამოჯანმრთელებული 3 გვყავს და უკვე ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 85-ს მიუახლოვდა. ყველა ახალი ინფიცირების წყარო ცნობილია, ბოლო 10 დღეა ყველა პაციენტი არის არსებული წყაროს კონტაქტები ან საკარანტინე სივრცეში მყოფი პირები. ეს საკარანტინე სივრცეც ძირითადად არის ამ არსებული წყაროებიდან შევსებული პირები. ჯერჯერობით, ახალი წყარო არ არის და ვიმედოვნებ, რომ არ გაჩნდება”, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 626 შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში,  ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობაა 297.

 


close დახურვა