ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის სამკურნალოდ კლინიკებმა პლაქველინის გამოყენება აღადგინეს. როგორც ეზუგბაია განმარტავს, მას იყენებენ შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით. ასევე, ეზუგბაიას თქმით, ეს მედიკამენტი კვლევაში ჩართული პაციენტებისთვის გამოიყენება.
„თქვენ იცით პროტოკოლში დროებით შეჩერება იყო. გუშინ საღამოს გაკეთდა წერილი, რომლის საფუძველზე კვლავ აღდგება პლაქველინის გამოყენება და გამოყენება მოხდება იმ კრიტერიუმებით, რაც მისთვის საჭიროა. საერთოდ კვლევაში ჩართული პაციენტებზე არის გამოყენებადი, ასეთი მითითებაა. ჩვენი ცენტრი არის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი, ჩვენ ისედაც სამეცნიერო ცენტრი ვართ, ითვლება რომ პაციენტები კვლევაში თავისუფლად გვყავს ჩართული, აქ პრობლემა ჩვენ არ გვაქვს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.