logo
ENG



მარინა ენდელაძე: ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება

17 მარ 202007:59
3 წუთის საკითხავი
clock 402

ინფექციური საავადმყოფოდან გუშინ ერთი განკურნებული პაციენტი უკვე გაეწერა,  სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას მეორე გამოჯანმრთელებული მოქალაქე. პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი უარყოფითი იქნება, საქართველოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეორე ადამიანი ეყოლება. 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, პირველი გაწერილი პაციენტი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

„ინფიცირებულთა რაოდენობა ამ მომენტისთვის შეცვლილი არ არის. ქვეყანაში 33 ინფიცირებული პაციენტია. ამთგან 28 პაციენტი ჩვენთან წევს, 3 წევს საჩხერეში, 2 იმ კლინიკაში, რომელიც ჩვენთან ერთად არის მიმღები. განმეორებითი პასუხიც ლუგარის ცენტრიდან მოვიდა უარყოფითი, პაციენტი გაეწერა და ეს პაციენტი თავის ბინაში, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლციაში იქნება. პაციენტი არ გავა არც სამსახურში, არც შევა სხვებთან კონტაქტში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე კი მიიჩნევს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.

„მესამე პაციენტიც საქართველოს მოქალაქე გახლავთ. დღეს როცა მივიღებთ პასუხს და ველოდებით უარყოფითს, თუ იქნება მესამე პაციენტთანაც უარყოფითი პასუხი, სავარაუდოდ, ისიც გაეწერა. სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, ვინაიდან ამდენი რაოდენობის აღმოჩნდა კარანტინში. ეს არიან ინფიცირებულთა კონტაქტი. მათგან უმეტესობას, რა თქმა უნდა, არ ექნება კორონავირუსი“, - აცხადებს ენდელაძე.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ოფიციალურად ინფიცირებულია 33 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 008 პირი.

 


close დახურვა