NATO-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინა სამომავლოდ ჩრილოატლანტიკური ალიანსის 33-ე ან 34 წევრი იქნება. ამის შესახებ რუტემ ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა.
"ამჟამად, როგორც ჩანს, უკრაინა იქნება 33-ე წევრი. მაგრამ შესაძლოა, ვინმე სხვა გამოჩნდეს მის წინ. მაგრამ უკრაინა მომავალში გახდება NATO-ს წევრი. ეს არის ის, რაც ვაშინგტონში გადავწყვიტეთ. კითხვა არ ეხება ვადებს", - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
მან აღნიშნა, რომ მოკავშირეები ორიენტირებულები არიან იმისთვის, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდეს.
16 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ომში "გამარჯვების გეგმა" გააცნო და მათგან მხარდაჭერა მიიღო. ზელენკის თქმით, გეგმის პირველი და მნიშვნელოვანი პუნქტი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაა.
დღეს რუტე ბრიუსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება.