logo
ENG



მარნეულის მერი: გუშინდელი მონაცემებით სკრინინგი ჩაუტარდა 47 000 ადამიანს

27 მარ 202014:13
3 წუთის საკითხავი
 

უკვე მეხუთე დღეა მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. მარნეულის ტერიტორაზე მოქალაქეებს მხოლოდ სპეციალური შემოწმების შემდეგ უშვებენ. ქალაქის შესასვლელში კი დეზინფექციის ჩატარებას და ტერიტორიაზე შესვლას რამდენიმე ავტომობილი ელოდება.

ცოტა ხნის წინ ადგილზე არსებული ვითარების შესახებ განცხადება მარნეულის მერმაც ზაურ დარგალმაც გააკეთა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ვითარება სტაბილურია.

"გუშინდელი მონაცემებით სკრინინგი ჩაუტარდა 47 000 ადამიანს და დღეს, პირველი საათის მონაცემებით კიდევ ემატება 4 500 ადამიანი. სიცხე აქედან ჰქონდა 35 მოქალაქეს, იყო სხვა სიმპტომებიც, თუმცა არაფერი არ დადასტურდა",-აღნიშნა დარგალმა.

 


close დახურვა