logo
ENG



მარნეულის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აცრის და ვაქცინების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ

20 აგვ 202117:31
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, აცრილი ადამიანების რიცხვი დაბალია. 

მიზეზი ხელისუფლების მხრიდან ინფორმაციის არასათანადო მიწოდებაა. 

როგორც აცრის სიკეთეების, ისე ვაქცინაციაზე რეგისტრაციის შესახებ მოქალაქეებს არც ადგილობრივი ხელისუფლება ელაპარაკება. მარნეულის მცხოვრებლებმა იციან, რომ აცრის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა, არ იციან, რა უნდა გააკეთონ ამისთვის.

"აზერბაიჯანელებს შორის აცრის თაობაზე ინფორმაცია საერთოდ არ არსებობს - დეზინფორმაცია არსებობს. აქ სახელმწიფო და სხვა სტრუქტურები არაფერს აკეთებენ. ხალხს აცრის ეშინია, ამიტომაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩვენთან არის". - თქვა მარნეულის ერთ-ერთმა მცხოვრებმა. 

2020 წლის გაზაფხულზე, როცა კორონავირუსი გავრცელდა, მარნეულში სრული კარანტინი გამოცხადდა და ჩაიკეტა ისე, რომ იქ მცხოვრებლებისთვის არც ამის მიზეზი ყოფილა გასაგები. მარნეულელები ვერ ახერხებდნენ კარტოფილის და სხვა პროდუქტის რეალიზაციას თბილისში, რის გამოც მრავალი პრობლემა შეექმნათ.


close დახურვა