logo
ENG



მარნეულში ისევ ხალმხმრავლობაა - ადგილობრივები კომპანია ჯიბეს წარმომადგენლებს ელოდებიან

23 აპრ 202013:45
3 წუთის საკითხავი
 
t09aeebjyov1eox.png

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში ისევ ხალხმრავლობაა. ადგილობრივები სავაჭრო ქსელი "ჯიბე"-ს წარმომადგენლებს ელოდებიან.

ადგილზე იმყოფება ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.

ამ დროისთვის სიის მიხედვით მოსახლეობისგან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ჩაბარება მიმდინარეობს. ადგილზე ათობით მოქალაქეა, რომლებსაც გასაყიდი პროდუქტები აქვთ მიტანილი.

ინფორმაციას „მარნეული TV“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულის 5 სოფელში საპროტესტო აქციები გაიმართა. ყველაზე დაძაბული მდგომარეობა სოფელ შულავერთან იყო. ადგილობრივები აცხადებდნენ რომ ხელისფულება სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციაში არ ეხმარებათ. პროტესტის ნიშნად, რამდენიმე მოქალაქემ პროდუქტი გზაზე დაყარა და გაანადგურა. მას შემდეგ, რაც ადგილზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი მივიდა და მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაპირდა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს. აღსანიშნავია, რომ შეკრებილების დიდ ნაწილს კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არც ნიღბები და არც თავდაცვის სხვა საშუალებები არ ჰქონდათ.


close დახურვა