logo
ENG



მას მოუსპობენ სიცოცხლეს-რუს ჰაკერს ლარსის გამშვებ პუნქტზე გადასაყვანად ამზადებენ

24 ოქტ 201907:28
3 წუთის საკითხავი
 
sni5elzs2pk0haw.png

ამ წუთებში რუს ჰაკერს ლარსის გამშვებ პუნქტზე გადასაყვანად ამზადებენ. მას რუსული მხარე საზღვარზე  11:00 საათისთვის ელოდება. ამის შესახებ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილიდან გახდა ცნობილი.

„რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატორის განჩინებით ვითხოვთ 24 ოქტომბერს დილის 11:00 საათზე ლარსის გამშვებ პუნქტთან იარსლოავ სამბუევის ექსტრადირებას, სადაც ჩრდილოეთ ოსეთის კოლონა ზაურ ხალიევის ხელმძღვანელობით დახვდება," - ვკითხულობთ წერილში.

მთელი ამ ხნის მანძილზე ადვოკატები აცხადებდნენ, რომ რუსეთისთვის მისი გადაცემის შემთხვევაში, ჰაკერის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. ღამის განმავლობაში სუმბაევი მეექვსე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჰყავდათ მოთავსებული. ადგილზე იმყოფებოდნენ მისი ადვოკატები. როგორც მათ განაცხადეს, რუსი ჰაკერი ქართველ პოლიციელებს გატაცებული ჰყავდათ და მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს, რაც 50 ათასი დოლარი გადაიხადა. 

"ეს ექსტრადიცია პირდაპირ არის ქალბატონ თეა წულუკინიას პასუხისმგებლობა. ქართული ხელისუფლება არ უნდა დადიოდეს ვლადიკავკაზელი ჩინოვნიკის ზაურ ხალიევის წერილებზე. მან ამოიცნო მის გატაცებაში მონაწილე პოლიციელები, რომლებმაც გაიტაცეს, აწამეს და სიცოცხლისთვის საშიში მუქარით გამოსძალეს დიდძალი თანხა,"- აცხადებს ადვოკატი ივანე ნორაკიძე.

ადვოკატ ვახტანგ კვიჟინაძის თქმით, ქართულმა სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, იგი საჭიროებსი შემთხვევაში საერთაშორისო არბიტრაჟსაც მიმართავს.

"იარსლოავ საბუევს ერთადერთი რაც მოუვა რუსეთში, იქ არავის აინტერესებთ ის ფორმალურად წარდგენილი ბრალდება მის მიმართ. ერთადერთი რაც იქნება, მას მოუსპობენ სიცოცხლეს. პატიმრობაში მყოფ ადამიანს ზედიზედ მეორედ, ჩვენმა სასამართლომ, შეუფარდა პატიმრობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით და მთელ ქვეყანას, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სამართლებრივი ბერკეტები გვაქვს მხედველობაში, ყველას მივაწვდენთ ამ ხმას,"-აცხადებს ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.


close დახურვა