logo
ENG



მასშტაბური არეულობა ჩილეში - დაღუპულია 19 ადამიანი

26 ოქტ 201912:46
3 წუთის საკითხავი
 
zynytitf47448zg.jpg

მილიონიანი მარში გაიმართა ჩილეს დედაქალაქში. სანტიაგოს ქუჩებში გამოსული მოსახლეობა პრეზიდენტის გადადგომასა და ქვეყანაში რეფორმების გატარებას მოითხოვს. მშვიდობიანი მსვლელობა საბოლოოდ კვლავ მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. გაიზარდა დაღუპულთა რიცხვიც. შეტაკებებს, ბოლო მონაცემებით, 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაკავებულთა რაოდენობა კი 7 ათასს აჭარბებს.

მომიტინგეებმა დაწვეს ბარიკადები და პოლიციას ხელნაკეთი ასაფეთქებლები დაუშინეს.

საპროტესტო გამოსვლები ჩილეში თავდაპირველად მეტროს ბილეთების გაძვირების გამო დაიწყო. მოსახლეობის წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდა, გეგმა გაეუქმებინა, თუმცა ანტისამთავრობო აქციები ქვეყანაში ამ დრომდე გრძელდება. ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამოსაძიებლად ჩილეში გაერო სპეციალურ მისიას აგზავნის.


close დახურვა