"ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა" თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის მასალები შეისწავლა და დაკვირვების შედეგებს დღეს გამოაქვეყნებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაზიარებული მასალებიდან ირკვევა, რომ მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, არსებობს სერიოზული კითხვები.
EMC-ს შეფასებით, გამოძიების ცალკეული გარემოებები სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
"აქამდე იქმნებოდა წარმოდგენა თითქოს თითქოს თემირლან მაჩალიკაშვილი ახორციელებდა ტერორიზმის მხარდაჭერას. თუმცა მას შემდეგ რაც საქმის მასალები შევისწავლეთ რადენიმე საყურადღებო დეტალი აღმოვაჩინეთ, რაც მიუთითებს რომ მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორიზმის მხარდაჭერის თვალსაზრისით არსებობს სერიოზული კითხვები, ფაქტობრივად დაუსაბუთებელია ცალკეული გარემოებები", - აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. მაჩალიკაშვილის ახლობლები ამ დრომდე საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.