logo
ENG



მაჭავარიანი კოვიდფონდზე: თანხები შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ კოვიდთან ბრძოლის ღონისძიებებს

09 ივნ 202011:03
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კოვიდფონდში არსებული თანხები მოხმარდება მხოლოდ პანდემიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას.

მაჭავარიანის თქმით, უფრო მეტი კონკრეტიკა მტავრობის დადგენილებაში იქნება წარმოდგენილი.

„რაც შეეხება კოვიდფონდში მობილიზებულ თანხებს, იქ მკაფიოდ გაიწერა, არის ბიუჯეტში ასეთი ჩანაწერი, რომ ის შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ კოვიდთან ბრძოლის ღონისძიებებს, ან  კოვიდის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციას ან ანაზღაურებას. მიზნობრიობა შენარჩუნებულია. უფრო მეტი კონკრეტიკა მთავრობის დადგენილებით იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამჟამად კოვიდფონდში 133 628 742 მილიონი ლარია მობილიზებული. 

ამავე თემაზე: ბიძინა ივანიშვილმა Stopcov.ge-ს ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა.

 


close დახურვა