პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდან მთავარი ახრსი მიკროფონის წართმევა "ზომიერი" და "ადეკვატური" რეაქციაა.
"ბუნებრივია რომ, როცა შენ შედიხარ პირდაპირ კონფლიქტში, მეორე მხრიდან შესაბამის, ზომიერ, ადეკვატური რეაქციას უნდა ელოდე. სწორედ ასეთი ზომიერი, ადეკვატური რეაქცია იყო, ჩემი თვალსაზრიასით, თეა წულუკიანის მოქმედება", - ამბობს მაჭარაშვილი.
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც 22 ივლისს სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დაუბრუნებს.
ემა გოგოხიას თქმით, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა მიკროფონი წაართვა, ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ უთხრეს, რომ თეა წულუკიანს ვერ მიუახლოვდებოდნენ.
თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი არხის მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა "ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი".
მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ პირველმა ვიცე-პრემიერმა ერთდროულად ორი დანაშაული ჩაიდინა - ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ამასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მან უკვე მიმართა.