logo
ENG



მაჭარაშვილი:წარმოდგენილი ბიუჯეტი საქართველოში ბოლო თვეების მოვლენების ადეკვატურია

09 ივნ 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

დეპუტატები პარლამენტში ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობას იწყებენ. მთავრობა დღეს პარლამენტში  2020 წლის ბიუჯეტის შეცვლილ დოკუმენტს  წარადგენს. 

ოპოზიცია თვლის, რომ ბიუჯეტი დაგვიანებულია. საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ბიუჯეტი გამოწვევების ადეკვატურია.

„პარლამენტში შემოსვლის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი გავა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე. იქ იქნება კითხვების საშუალება და გაეცემა შესაბამისი პასუხები. სასესიო სხდომაზე კი გვექნება საშუალება კითხვა-პასუხის რეჟიმში და დებატების რეჟიმში განვიხილოთ ეს ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილია იმის ადეკვატურად, რა პროცესებიც ბოლო თვეებში საქართველოში განვითარდა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა. 

ამავე თემაზეოპოზიცია ამბობს, რომ მთავრობის ქმედებები დაგვიანებულია და ბიუჯეტი არაა მოქალაქეზე მორგებული.


close დახურვა