განახლება: WizzAir-ის განცხადებით, ჯავშნების სისტემაში ტექნიკური ხარვეზი აქვთ
სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ ოქტომბერში WizzAir-ს დაგეგმილი ფრენები გაუუქმდათ ან აღარ უჩანთ. ზოგიერთი მომხმარებელი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ტექნიკურ ხარვეზს.
ძირითადად საუბარია ოქტომბრისა და ნოემბრის ფრენებზე. მგზავრები აღნიშნავენ, რომ გაუქმებული ფრენების შესახებ ავიაკომპანიისგან შეტყობინებაც მიიღეს.
ფორმულა დაუკავშირდა WizzAir-ის ადგილობრივ ოფისს, სადაც განაცხადეს, რომ დეტალებს არკვევენ. ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.