logo
ENG



მდინარაძე: დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც ხელი უკვე მოვაწერეთ

18 აპრ 202123:15
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც ხელი უკვე მოვაწერეთ

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ შარლ მიშელმა პარტიებს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი შესთავაზა, რომელსაც მმართველმა გუნდმა ხელი უკვე მოაწერა.

მდინარაძის თქმით, როგორც კი პარტია პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებას მოახერხებს, პოზიციას გაახმოვანებს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრაზე არ დასწრებას, მდინარაძის განმარტებით, ამის შესახებ დიპლომატებმა იცოდნენ.

"იცით, რომ ჩვენი ხელმოწერა ევროკავშირის მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილ დოკუმენტზე უკვე დაფიქსირებულია, რაზეც სამწუხაროდ ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა. ანუ, დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უკვე მოაწერა ხელი. 

პარტიის თავმჯდომარე არ იმყოფება საქართველოში, პრემიერმინისტრი თვითიზოლაციაშია. შესაბამისად, ამ ეტაპზე შეუძლებელია პოლიტსაბჭოს სხდომის და უმრავლესობის შეკრების სრულფასოვნად ჩატარება. როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება, პოლიტსაბჭო და უმრავლესობა შეიკრიბება და გავახმოვანებთ პარტიის ერთიან პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას, რატომ არ იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ ამის შესახებ პარტნიორები წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში და ბუნებრივია მათ ეს იცოდნენ. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ამ შეხვედრაზე არა ქართულ ოცნებასთან, არამედ სალაპარაკო იყო ოპოზიციასთან დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით", - თქვა მდინარაძემ იმედთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურ პარტიებს ახალ დოკუმენტს სთავაზობს. რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ


close დახურვა