logo
ENG



მდინარაძე ISFED-ზე: არ ვიცი მათ რა თქვეს, მაგრამ დღესაც მარტივი მანიპულაცია ექნებათ

29 იან 202116:10
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოქმების დისბალანსზე ISFED-ის გადამოწმებულ ინფორმაციაზე ამბობს, რომ არ გაცნობია, თუმცა "დღესაც მანიპულაცია იქნება". 

"როგორც ჩანს, მათ ვერ მოახერხეს დასკვნების გამოტანა თავისი "შეცდომიდან". ISFED-ის განცხადება მე ჯერ არ მინახავს. წინასწარ, ერთადერთი საშუალება ამ მანიპულაციისა, ისევ თქვან, თითქოს 8%-ში არის დისბალანსი, არის ის, რომ შესწორების ოქმები არ გაითვალისწინონ. 

არ ვიცი მათ რა თქვეს, მაგრამ დღესაც მარტივი მანიპულაცია ექნებათ, სადაც ჩათვლილია ყველაფერი, რაც კი შეიძლება არ ჩაითვალოს", - ამბობს მდინარაძე. 

დღეს, 29 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) უბნები ხელახლა გადათვალეს, შედეგად კი ოქმებში 8%-იანი მეტობით დისბალანსი დაადგინეს.

ამის შესახებ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა ბრიფინგზე განმარტეს, რომ იანვრის პირველ ნახევარში გადაამოწმეს ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული ყველა საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი და თანდართული დოკუმენტები (850 უბანი).

ბრიფინგზე ორგანიზაციის გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ აღნიშნა, რომ PVT-ის უბნები საიდუმლოა, თუმცა მზად არიან, გამონაკლისის სახით, მაინც დეტალურად გაიარონ ცესკოსთან, ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან.


close დახურვა