logo
ENG



მდინარაძე ჟურნალისტებს: თქვენ ეხმარებით ოპოზიციას რომ ეს პერფორმანსი დაიდგას

18 თებ 202011:07
3 წუთის საკითხავი
 

 

საკანონმდებლო ორგანოში მმართველი გუნდის წევრებს პროტესტისა და სირცხვილის კორიდორის გავლით უწევთ შესვლა. პარლამენტში იმყოფება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე, რომელმაც ჟურნალისტებს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციის წევრებს პერფორმანსის გამართვაში უწყობენ ხელს.

„ჯობია რომ მოუსმინონ პარლამენტის თავჯდომარეს სინამდვბილეში რას აკეთებს პარლამენტი და როგორ მუშაობს, პაელამენტი მუშაობს უამრავ საქმეს აკეთებს და მოქალაქეების საჭიროებაზე ორიენტირებულ უამრავ კანონ-პროექტს იღებს. ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი 2 ოპერატორი და 10 პოლიციელი და უხერხულია. თქვენ ეხმარებით ამ ადამიანებს შეგნებულად თუ შეუგნებლად რომ ეს პერფორმანსები დაიდგას და ეზოში დარბიხართ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ისინი პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის დანიშვნის პროცესს აპროტესტებენ.

 

 


close დახურვა