logo
ENG



მდინარაძეს არ სჯერა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფორმულას უპასუხა

22 მარ 202314:29
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა
პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ფორმულას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უპასუხა. 
 
ის ამბობს, რომ ფორმულა ცდილობს საქართველოს ხელისუფლების და ამერიკის შეერთებული შტატების "პოზიციების ერთმანეთისგან დაშორებას."
 
"ფორმულას ინტერპრეტაციით, რომ გაგცეთ პასუხი აუცილებლად შეცდომას დამაშვებინებთ. ფორმულას მიმართ აბსოლუტურად ნულოვანი ნდობა მაქვს. თქვენი [ფორმულას] სურვილია, რაღაცნაირად ჩვენი და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პოზიციები დააშოროთ ერთმანეთს, რომ შემდეგ რუსულობის ნარატივი გააძლიეროთ, ეს ერთი, და ამიტომ სვამთ ამ შეკითხვას."- თქვა მდინარაძემ. 
 
მდინარაძე ასევე ამბობს, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED] არის "თაღლითური ორგანიზაცია", რომელმაც 2020 წელს არჩევნების პარალელურად ხმის დათვლის მონაცემები "გააყალბა."
 
"მეორე, მე მხარს ვუჭერ პრემიერ-მინისტრის იმ ნარატივს და განცხადებას, რაც გუშინ მეც დავადასტურე და დღესაც იმავეს გავიმეორებ, რომ პირველი რიგში ჩვენ უნდა შევძლოთ სიმართლე რა არის იმაზე ვილაპარაკოთ და ვინ რისი ციტირება გააკეთა. რადგან ეს ორგანიზაციები არიან ის ორგანიზაციები, რომლებზეც ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტი ისინი არიან აპრიორში ავტომატურად სანდოები, ხო? ახლა მე გისვამთ შეკითხვას, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში ხშირად მოხვედრილა ISFED-ის მონაცემები, ISFED-ი არის თაღლითური ორგანიზაცია, რომელმაც ქვეყნის აყირავების მიზნით 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები, აი, პირდაპირ გეუბნებით, ჩაიდინა პირდაპირ თაღლითობა და შესაბამისად ახლა ენჯეოა და კი ვერ აუკრძალავ საქმიანობას, მაგრამ ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ISFED-ის სანდოობის ხარისხი ის გადის აქ."- განაცხადა მდინარაძე.

 * *  *

სახელმწიფო დეპარტამენტი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიშის შინაარს მხარს უჭერენ. სახელმწიფო დეპარტამენტმა ამის შესახებ ფორმულას კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მათთვის საინტერესო არ არის. მისივე მტკიცებით, "ანგარიში მომზადდა ე.წ. ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციებით".

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოქვეყნა, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესებსნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, 5 ივლისს, აფგან მუხთარლის საქმეს.


close დახურვა