logo
ENG



მეგრელიშვილი სააკაშვილის შიმშილობაზე: ბევრი რამ არ მჯერა... თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი

16 ნოე 202123:50
3 წუთის საკითხავი
 
მეგრელიშვილი სააკაშვილის შიმშილობაზე: ბევრი რამ არ მჯერა... თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი

პარლამენტის დეპუტატი, ვახტანგ მეგრელიშვილი ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობაზე საუბრისას ამბობს, რომ ბევრი რამის არ სჯერა და ბევრი რამ "შეუსაბამოა". სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში კი, მეგრელიშვილი თქმით, იტყვის, რომ შეცდა.

გარდა ამისა, მეგრელიშვილს მიაჩნია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კვებითი რაციონის შესახებ ინფორმაცია საჯარო უნდა გახდეს, რათა დასკვნების გაკეთება დამოუკიდებლად იყოს შესაძლებელი. 

"ადამიანი 47 დღეა შიმშილობს. ჩვენს თვალწინ ჩვენი კოლეგა პარლამენტში შიმშილობს, რომ ვუყურებ, გეშინია უფრო ცუდად არ გამოიყურებოდეს, რაღაც არ დაემართოს. აქ რომ 3-ჯერ მეტი ხანია შიმშილობს, არაფერი ისეთი განსაკუთრებული ამ პერიოდში არ მომხდარა და მთელი ეს დრო იძახდნენ, რომ დღეს თუ არა ხვალ, შეიძლება კატასტროფული შედეგი მოხდეს... მგლის ამბავი, სულ რომ ვიხსენებ...

ბევრი რამ არ მჯერა, ბევრი რამ შეუსაბამოა. [...] თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი. მაგრამ ჯერჯერობით რასაც მე ვუყურებ. [...] მაჩვენე რამდენ კალორიას იღებს, მისი ანალიზები და გადავწყვეტ მე, ნიკა გვარამიას პროპაგანდით კი არ გადავწყვეტ, ჩემით გადავწყვეტ. ინფორმაცია მინდა", - თქვა მან პალიტრანიუსის ეთერში.

სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 

მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.


close დახურვა