logo
ENG



მედვედევი: აშშ უკრაინის სიყვარულით არ მოქმედებს, მიზანი რუსეთის ეკონომიკური შეზღუდვაა

11 მაი 202213:45
3 წუთის საკითხავი
 
მედვედევი: აშშ უკრაინის სიყვარულით არ მოქმედებს, მიზანი რუსეთის ეკონომიკური შეზღუდვაა

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცება „უკრაინის სიყვარულით არ აიხსნება“.

როგორც მედვედევი Telegram-ზე წერს, აშშ-ს მიზანია რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტული ომის გაგრძელება და რუსეთის ეკონომიკური განვითარების შეზღუდვაა.

"აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის „დახმარების“ პაკეტი დაამტკიცა. ბაიდენი ითხოვდა ნაკლებს, თუმცა მათ უხვად კიდევ რამდენიმე მილიარდი გამოყვეს.

სავსებით აშკარაა, რომ ასეთი უპრეცედენტო მასშტაბით „დახმარება“ საერთოდ არ აიხსნება უკრაინის სიყვარულით და არც საკუთარი ეკონომიკის მხარდაჭერით. მისი მიზანია რუსეთის წინააღმდეგ მარიონეტული ომის გაგრძელება, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე მარცხის მიყენება და სურვილი, შეზღუდოს რუსეთის ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური გავლენა მსოფლიოში", - წერს მედვედევი.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ, სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას.

კანონპროექტში 23,4 მილიარდი დოლარი გამოყოფილია სამხედრო საჭიროებებისთვის.

28 აპრილს, ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის დასახმარებლად დამატებით 33 მილიარდი დოლარის გამოყოფის ინიციატივით მიმართა. კონგრესმა კი სამხედრო და ჰუმანიტარული ფინანსების გაზრდა გადაწყვიტა და უკრაინისთვის 40 მილაირდი დოლარი გამოყო.


close დახურვა