logo
ENG



მედვედევი: გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ

19 აპრ 202315:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/19/9tfi8wytwgpbfxi.jpg

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, "გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც უკრაინის დახმარება სურთ".

"გამოჩნდნენ ახალი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენი მტრის დახმარება სურთ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა თქვა, რომ სახელმწიფო მზადაა, კიევი იარაღით მოამარაგოს. აქამდე სამხრეთ კორეა დაჟინებით ირწმუნებოდა, რომ ლეტალური იარაღით უკრაინის მომარაგება გამორიცხული იყო.

საინტერესოა, რას იტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებლები, როდესაც ნახავენ რუსული იარაღის უკანასკნელ მოდელებს თავის უახლოეს მეზობლებში - ჩვენს პარტნიორ კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში?", - თქვა მედვედევმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის თქმით, უკრაინის მოქალაქეებზე ფართომასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში, შესაძლოა, უკრაინისადმი მათი მხარდაჭერა ჰუმანიტარულ და ეკონომიკური დახმარებას გასცდეს. ამის შესახებ იუნ სუკ იოლმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.


close დახურვა