logo
ENG



მედვედევი: კარგი შესაძლებლობაა აღდგეს, რიგი ინსტიტუტები, როგორიცაა სიკვდილით დასჯა

26 თებ 202214:33
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე და ყოფილი პრემიერი, დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ დაწესებული სანქციები ფიქცია და მითია. მისივე თქმით, ევროსაბჭოში წევრობის შეჩერება ახალ შესაძლებლობებს აჩენს, როგორიცაა სიკვდილით დასჯის აღდგენა.

"კარგი შესაძლებლობაა [ევროპის საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერების შემდეგ] აღდგეს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა სიკვდილით დასჯა განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, აქტიურად გამოიყენება აშშ-სა და ჩინეთში", - ამბობს მედვედევი.

თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ევროკავშირს შეუერთდება და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს პერსონალურ სანქციებს დაუწესებს. პუტინისთვის და ლავროვისთვის სანქციების დაწესებას დიდი ბრიტანეთიც აპირებს. 

მანამდე ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინსა და საგარეო ლავროვს სანქციები დაუწესა

გარდა ამისა, ევროსაბჭოში რუსეთს წევრობის სტატუსი შეუჩერეს. 


close დახურვა