ლუჰანსკის ოლქში რუსი გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი მოკლეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული ბიურო და მედუზა ავრცელებენ.
კუტუზოვის ლიკვიდაცია სოფელ მიკოლაევკაში მოხდა. ის უკვე მეოთხე რუსი გენერალია, რომელიც უკრაინაში მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გენერალი მაშინ მოკლეს, როდესაც კუტუზოვი მის დაქვემდებარებაში მყოფ დანაყოფთან ერთად შეტევაზე გადავიდა და ბრძოლაში ჩაერთო, თუმცა რა დანაყოფს ხელმძღვანელობდა გენერალ-მაიორი ჯერჯერობით უცნობია.
2019 წელს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე ის მოხსენიებული იყო როგორც 29-ე დანაყოფის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2017 წელს მეხუთე დანაყოფის.