logo
ENG



მედია: უკრაინულმა ძალებმა გერმანიაში Abrams-ის ტანკებზე წვრთნები დაიწყეს

27 მაი 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock 434
2023/05/27/e5vfow6401106tz.jpg

გამოცემა The New York Times-ის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა გერმანიაში Abrams-ის ტანკებზე წვრთნები დაიწყეს.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გერმანიაში ამერიკულ M1 Abrams-ის ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყეს. 12 მაისს, აშშ-მა გერმანიაში უკრაინული ძალების შესაბამისი მომზადებისთვის 31 ტანკი განათავსა.

ამასთან, პირველი ჯგუფი, რომელსაც ამერიკელი ინსტრუქტორები ამზადებენ, 400 უკრაინელი ჯარისკაცისგან შედგება", - წერს გამოცემა.

პენტაგონის სპიკერის თქმით, გერმანიაში წვრთნების დაწყება კიევის შეიარაღების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ფონზე, როდესაც უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობს.


close დახურვა