logo
ENG



მელიას პასუხი ჟვანიას: ჩვენ მას კი არ გადავაყენებთ, ჩვენ მას გავაძევებთ

14 ნოე 202015:47
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა მელიამ ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თამარ ჟვანიას მიმართა. 

"ხალხი აპროტესტებს არა მარტო რუსთაველის გამზირზე, ბათუმშიც, მათ შორის, სადაც მერამდენე დღეა უკვე ათენებენ და აღამებენ, ისევე როგორც, სხვა ქალაქებში. და ამ ყველაფრის ფონზე, რომლის ხელითაც გაფორმდა და გაყალბდა არშემდგარი არჩევნები, ბედავს და ამბობს, არ გაიშვას თქვენი გადაყენებული თამარ ჟვანიაო. ჩვენ მას კი არ გადავაყენებთ, ჩვენ მას გავაძევებთ და გავაძევებთ იქ, სადაც არის ერის მოღალატეების ადგილი", - ამბობს მელია. 

თამარ ჟვანიამ გუშინ ცესკო-ში გამართულ შემაჯამებელ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც მას გადაყენებას დაპირდნენ, უპასუხა: 

"თქვენი გადაყენებული არ გაიშვას!". 

ცესკო-მ გუშინდელ სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. 


close დახურვა