პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიას განცხადებით, ერთ-ერთი ბოლო ეტაპი რესტორნების და სავაჭრო მოლების ამუშავებას ითვალისწინებს.
გახარიას თქმით, ამავე პერიოდში განახლდება სილამაზის სალონების მუშაობაც.
"მეოთხე ეტაპზე გაიხსნება უკვე სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და მომსახურებები და ადგილზე მომსახურებები, ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.