logo
ENG



მესამე წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ რესპუბლიკელებმა სპიკერობის კანდიდატი მოხსნეს

20 ოქტ 202323:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/20/e26l4ezd2a95ukr.jpg

რესპუბლიკელი ჯიმ ჯორდანის მცდელობა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გამხდარიყო, წაურმატებლობით დასრულდა. მის კანდიდატურას პალატაში სამჯერ უყარეს კენჭი და ვერც ერთხელ საკმარისი ხმების რაოდენობა მან ვერ დააგროვა.

ამის შემდებ რესპუბლიკურ პარტიაში ჯიმ ჯორდანის კანდიდატურის მოხსნას დაუჭირეს მხარი.

როგორც Reuters წერს, ბოლო ერთი კვირა პარტიის შიგნით ჯორდანის კანდიდატურის წინააღმდეგ ოპოზიცია იზრდებოდა. კენჭისყრის მეორე ტურში მის წინააღმდეგ 22-მა თანაპარტიელმა მისცა ხმა, მესამეში - 25-მა. სპიკერად არჩევისთვის კი მას 214 კონგრესმენის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

კენჭისყრის მესამე ტურის შემდეგ რესპუბლიკელებმა დახურულ სხდომაზე ჯორდანის კანდიდატურის მოხსნას დაუჭირეს მხარი.

"ჯიმი კარგი ადამიანია. მაგრამ როდესაც ხმები არ არის, ხმები არ არის", - განაცხადა კონგრესმენმა გრეგ მერფიმ, რომელიც ჯორდანის კანდიდატურას უჭერდა მხარს.

კონგრესის გამოძიების თანახმად, ჯორდანი დონალდ ტრამის ახლო მოკავშირეა და "მნიშვნელოვანი მოთამაშე" იყო ყოფილი პრეზიდენტის მცდელობებში, 2020 წლის არჩევნებში ბაიდენის გამარჯვება გაეუქმებინა.

დემოკრატიულ პარტიაში ჯორდანს რადიკალს უწოდებენ და მას ერთობლივად არ დაუჭირეს მხარი. 

"მათი ნომინანტის ხედვა არის პირდაპირი თავდასხმა ამერიკელი ხალხის თავისუფლებასა და უფლებებზე", - განაცხადა დემოკრატმა კეტრინ კლარკმა.

ქვედა პალატაში რესპუბლიკურ პარტიას უმრავლესობა მცირე უპირატესობით უჭირავს - 221-212-ზე.

რესპუბიკელების მცირე ჯგუფის თაოსნობით, რომელთაც რადიაკლ რესპუბლიკელებსაც უწოდებენ, 3 ოქტომბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გადააყენეს. აშშ-ის ისტორიაში კევინ მაკარტი გახდა პირველი სპიკერი, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს.

რესპუბლიკელების ხედვა ასევე იყოფა სარეზერვო გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც პალატას საშუალებას მისცემს განიხილოს ბაიდენის დახმარების პაკეტი და სხვა აქტუალური საკითხები, როგორიცაა ბიუჯეტის საკითხი, რაც ქვეყანას ე.წ. შათდაუნს ააცილებდა.

ეს გეგმა მეტ უფლებამოსილებას მიანიჭებს რესპუბლიკელ პატრიკ მაკჰენრის, რომელიც სპიკერის თანამდებობას დროებით იკავებს.

უცნობია, შეძლებენ თუ არა რესპუბლიკელები სხვა კანდიდატის გარშემო გაერთიანებას. სპიკერობის სურვილი რამდენიმე კონგრესმენმა უკვე გამოთქვა.


close დახურვა