logo
ENG



მეუფე გერასიმე: სააღდგომო წირვა აუცილებლად ჩატარდება

14 აპრ 202013:37
3 წუთის საკითხავი
 

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, რომ სააღდგომო წირვა აუცილებლად ჩატარდა. თუმცა, მეუფე გერასიმემ არ დააკონკრეტა რა ფორმით მოხდება ეს.

„საკვირაო, სააღდგომო წირვა აუცილებლად ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო განცხადებას. როგორც პატრიარქის კურთხევა იქნება, ისე ჩატარდება. აუცილებლად ჩატარდება. მოვითმინოთ რამდენიმე დღე“, - განაცხადა მეუფემ. 

ეგახსენებთ, რომ მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათისა, რა დროსაც საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე გადაადგილება იკრძალება, ხოლო სამზე მეტი პირის შეკრება მთელი დღის განმავლობაში დასჯადია, სააღდგომო ლიტურგია მაინც ჩატარდება.


close დახურვა