logo
ENG



მეუფე საბა: მეუფე პეტრეს მიერ წამოყენებული ბრალდებებით, საზოგადოებაც ძალიან აღშფოთებულია

31 ოქტ 201921:21
3 წუთის საკითხავი
 
fg2ytzld6tftgx5.png

არის თუ არა მეუფე პეტრეს მიერ დასახელებული პრობლემები მხოლოდ ეკლესიის შიგნით განსახილველი თემა - ამ კითხვით "პოლიტიკის ფორმულის" წამყვანმა სოფო ზურაბიანმა მეუფე საბას მიმართა. ჟურნალისტი დღევანდელ დღემდე მეუფე პეტრეს მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებებს გულისხმობდა.

მეუფე საბას განცხადებით, მეუფე პეტრეს მიერ წამოყენებული ბრალდებებით, საზოგადოებაც ძალიან აღშფოთებულია. 

"მეუფე პეტრემ ბრალდება წამოაყენა და ფაქტიურად თავდაყირა დააყენა ყველაფერი, საზოგადოებაც ძალიან აღშფოთებულია. ეკლესიის შიდა საკითხებზე მეუფე პეტრე საუბრობდა, მაგრამ როგორც მტკიცებულება, როგორც წმინდა სინოდის წევრი ვადასტურებ, რომ არასდროს მტკიცებულებით გაჯერებული არ ყოფილა მისი საუბარი. არასდროს არ ყოფილა მაგ. კორუფციის შესახებ თუ ნებისმიერი სხვა საკითხების შესახებ. მე არ მინახავს. სხვასთან თუ მიჰქონდა ეს მტკიცებულებები არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არაფერი არ გვინახია," - განაცხადა მეუფე საბამ.

 


close დახურვა