სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტი მეუფე სვიმეონი ამბიონიდან ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მილიონერ მოადგილეს, ლევან გამრეკელს დაუპირისპირდა და მის წინააღმდეგ იქადაგა.
ეპარქიის მღვდელმთავარმა ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსანზე თქვა რომ ქველმოქმედი კი არ არის, არამედ პიარს იკეთებს.
როგორც ფორმულამ გაარკვია დაპირისპირება მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა და ხელისუფლების მილიონერ მაღალჩინოსანს შორის მას შემდეგ გამწვავდა რაც ეპისკოპოსს გამრეკელმა დაფინანსებაზე ური უთხრა.
ფორმულას ინფორმაციით, მეუფე მას 120 ათას დოლარიან ჯიპის ყიდვას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღო თუმცა სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტმა უარის შემდეგ მრევლის შემოწირულობით მაინც იყიდა.