logo
ENG



მეუფე სტეფანე განკვეთილ ბერებზე: ღმერთმა მოგვცა ძალა ავაზაკებისგან მონასტრის გათავისუფლების

07 ნოე 202112:45
3 წუთის საკითხავი
 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს მონასტერში ქადაგებისას გამოეხმაურა ჭყონდიდის ეპარქიიდან სასულიერო პირების განდევნას და თქვა, რომ ღმერთმა მისცა ძალა, ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო წმინდა მონასტერი.

"დღეს ჩვენ აღვასრულეთ წირვა, სალხინოს წმინდა მონასტერში, რომელიც გათავისუფლდა განდგომილებისგან და ეს უნდა იყოს, ყველასთვის დიდი გაფრთხილება, უფალმა ჩვენ ყველას გვიბოძა და მოგვცა ძალა და მადლი, რომ ავაზაკთა კრებულისგან გათავისუფლებულიყო ეს წმინდა მონასტერი. ეს არის გაფრთხილება ასევე ყველა იმათთვის, ვინც ცდილობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დანაწევრებას" - ამბობს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე

ფორმულას ინფორმაციით, დღევანდელ წირვას ადგილობრივი მრევლი არ ესწრებოდა. მეუფე სტეფანეს ქადაგებას მეუფე სტეფანეს მიერ ადგილზე მიყვანილი ჩოხოსნები ესწრებოდნენ. 

ადგილობრივი მოსახლეობა, ვისაც მეუფე სტეფანე ეკლესიაში არ უშვებს, სალხინოს მონასტრის გარეთ დღეს ორ საათზე აპირებს შეკრებას.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

სექტემბერში ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მის მიერ ადრე დასჯილი და განყენებული სასულიერო პირები ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთა. საქმე ეხება სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს განყენებულ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერენ და სტეფანე კალაიჯიშვილის მმართველობას ეწინააღმდეგებიან. 

რამდენიმე დღის წინ განკვეთილმა სასულიერო პირებმა საპატრიარქოსგან წერილი მიიღეს, რომ მონასტრის ტერიტორია უნდა დატოვონ. 


close დახურვა