logo
ENG



მეფე ნარიმანი

28 ნოე 202119:31
3 წუთის საკითხავი
 

მეფე ნარიმანად გამოცხადებული ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. ამას თავად ბერის და ხშირ შემთხვევაში, მისი მრევლის, უცნაური, ექსცენტრიული და აგრესიული ქმედებები განაპირობებს. მრევლი ბერ ნიკოლოზს სალოსად ნათლავს. ამბობენ, რომ იგი ქრისტე ღმერთია, რომ იგი მეფეა, სასწაულმოქმედი, და ორი სიტყვით რომ ვთქვათ - ცოცხალი წმინდანი! სასწაულებით მანიპულირება ქრისტეს მოძღვრებითაც დაგმობილია. სად არის ამ დროს საპატრიარქო? უნდათ თუ არა, პასუხისმგებლობის წილი, სწორედ მათზე მოდის, რადგან ეს ადამიანი და მისი მიმდევრები ამ ეკლესიის ნაწილი არიან. როცა საპატრიარქო ლამის თავით არის გადაშვებული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამ არცთუ უმნიშვნელო თემას, საერთოდ არ იმჩნევს.


close დახურვა