მექსიკაში საჰაერო ბურთების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.
წარმოდგენაში, რომელიც ალბუკერკეში ერთი კვირა გრძელდებოდა, მთელი მსოფლიოდან 500-ზე მეტმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. სანახაობაზე დასასწრებად მექსიკაში წელს ასი ათასი ადამიანი ჩავიდა.
საჰაერო ბურთების ფესტივალი რიო გრანდეს ველზე უკვე 40 წელია ტარდება და ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ სპორტულ დღესასწაულად ითვლება.