logo
ENG



მექსიკის დედაქალაქმა მიცვალებულთა დღის წინ ტრადიციულ მსვლელობას უმასპინძლა

27 ოქტ 201920:34
3 წუთის საკითხავი
 
3nqcd2onbg39rr5.png

მეხიკოში მიცვალებულთა ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. აღლუმში 5 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. სპეციალურად ამ დღისთვის მექსიკაში ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან, განსაკუთრებით კი - ლათინური ამერიკიდან. 

საგანგებო ბაზრობები მთელ მექსიკაში მოეწყო. ამ დღეებში მაღაზიებში ყველაზე მეტი სათამაშო ჩონჩხი და თავის ქალა იყიდება. საგანგებოდ მზადდება შოკოლადის ფიგურები და ტკბილი პური, რომელსაც მხოლოდ მიცვალებულთა დღეს აცხობენ. 

მექსიკელებს სჯერათ, რომ მიცვალებულთა დღეს მათი გარდაცვლილი ახლობლები ცოტა ხნით სახლებში ბრუნდებიან. საგანგებოდ მათთვის ყველა ეზოში საკურთხს ამზადებენ და სახლებს რთავენ. მიცვალებულთა დღესასწაულის აღნიშვნას მექსიკაში, ტრადიციულად, ოქტომბრის ბოლოს იწყებენ. ზეიმი ორ ნოემბრამდე გრძელდება. 


close დახურვა