მეხიკოს ქუჩებში ათასობით ჩონჩხი გამოჩნდა. მექსიკის დედაქალაქმა მიცვალებულთა დღის წინ ტრადიციულ მსვლელობას უმასპინძლა. კოსტიუმირებულ აღლუმში 5 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. საგანგებოდ ამ დღისთვის მეხიკოში ტურისტები გვატემალიდან, პერუდან, ბოლივიიდან და ევკადორიდან ჩავიდნენ.
მიცვალებულთა დღეს ლათინური ამერკის ქვეყნებში საუკუნეებია აღნიშნავენ. ამ დღესასწაულზე დაღუპულ ოჯახის წევრებს იხსენებენ და სიცოცხლის გაგრძელებას ზეიმობენ.