logo
ENG



მთავრობა: ღარიბაშვილმა ელჩებთან 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე ისაუბრა

12 ივნ 202322:01
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/12/m0az67imw5ffd3i.jpeg

მთავრობის ადმინისტრაცია ელჩებისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ პრემიერმინისტრმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას.

"პრემიერმინისტრმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას"- ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შორის შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეხვედრამდე ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ახლა ქვეყანა საკვანძო მომენტში შედის შესაბამისად ინფორმაციის გაცვლა აუცილებელია.


close დახურვა