logo
ENG



მთავრობა ფიტნესკლუბებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს

26 იან 202117:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/26/xy1ozterz2ne3uo.png

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობა ფიტნესკლუბებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა, ფიტნესკლუბების გახსნა ჯერ არ იგეგმება.

"ვინაიდან ეს არ არის ის ინდუსტრია, რომელიც თებერვალში იხსნება, არ გვაქვს ჯერჯერობით ეს გეგმაში, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ მათ ავსახავთ პროგრამა აწარმოე საქართველოში და დავეხმარებით, მათ შორის, სესხის პროცენტის სუბსიდირებაში", - თქვა თურნავამ.

მისივე განცხადებით, სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მომზადებულია და მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.  


close დახურვა