რას ან ვის ემალება მთავრობა? მარტის აქციების შემდეგ, ივანიშვილის ხელისუფლება ხალხთან იზოლაციის გზას ირჩევს, მთავრობის ადმინისტრაციის წინ სამშენებლო სამუშაოები დაჩქარებულად მიმდინარეობს, აპირებენ თუ არა იმ ღობის აღდგენას, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ მოშალეს. მთავრობა აცხადებს, რომ სკვერის მშენებლობაა დაგეგმილი. როგორია პროექტი, ან არსებობს, თუ არა ის საერთოდ, უცნობია. ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება, რომ ოცნებას აქციები აშინებს. ხვალ სწორედ კანცელარიის წინ არის დაგეგმილი შეკრება.
მთავრობის რკინის ღობე
07 აპრ 202319:56
3 წუთის საკითხავი