მიკოლაევის ოლქში 4 აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევს რაკეტები ესროლეს.
სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს თავშესაფრებიდან არ გამოვიდნენ. ვოზნესენსკის რაიონში, სადაც აფეთქებების ხმა ისმოდა, საჰაერო განგაშია ჩართული.
მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.