logo
ENG



მილერი: არც ერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოსთან ურთიერთობის ხედვას არ შეცვლის

14 სექ 202323:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/14/0bqj77l7x59gfc3.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, არც ერთი ინდივიდუალური სანქცია საქართველოს ურთიერთობის მათ ხედვას არ შეცვლის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

ბრიფინგზე მილერმა აღნიშნა, რომ 100-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირეს და დეტალებზე ვერ ისაუბრებდა. ამავე დროს მან განაცხადა, რომ აშშ ყოველთვის სოლიდარული იყო ქართველ ხალხთან და მათ სურვილთან იყონ თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა.

"ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით, ევრო-ატლანტიკური ოჯახის სრულიად ინტეგრირებული წევრის საერთო ხედვაზე ვმუშაობთ. და არც ერთი ინდივიდუალური სანქცია არ ცვლის ურთიერთობების ჩვენს ამ ხედვას", - განაცხადა მეთიუ მილერმა ფორმულას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. 

აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ. 

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. 


close დახურვა