logo
ENG



მიტროპოლიტი სერაფიმე გარდაიცვალა

05 ნოე 202515:22
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/05/pau467v2ce8v294.jpg

საპატრიარქოს ცნობით, 64 წლის ასაკში მიტროპოლიტი სერაფიმე გარდაიცვალა.

"დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ გუშინ, გვიან ღამით, 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) და ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მეუფის ხსოვნა.

მისი ცხედარი დღეს, 5 ნოემბერს, დასვენდება სიონის საკათედრო ტაძარში და სამი დღის მანძილზე გადახდილ იქნება პანაშვიდები, წირვები კი დაიწყება 9:00 საათზე.

გამოსვენება შედგება შაბათს, 14:00 საათზე, დაკრძალვა კი, - ქოშიგორას მონასტერში, იქ, სადაც მეუფე სერაფიმე ბოლო დროს მოღვაწეობდა", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა