26 ივნისს, მარნეულში შენობის ბოლო, მეხუთე სართულის აივანი იმ დროს ჩამოინგრა, როცა მის ქვეშ, მეოთხე სართულის აივანზე შუა ხნის ქალი იმყოფებოდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ნანგრევებში მოყვა ეზოში მყოფი ფეხმძიმე ქალიც. რომელიც მოგვიანებით თბილისის კლინიკაში გარდაიცვალა. ნგრევის შედეგად 2 ბავშვი დაშავდა. მარნეულის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ამ პრობლემისთვის გვერდის ავლა და მისი მოგვარების გადადება, ასეთ შენობებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ტოლფასია. რას აკეთებს ამ დროს ადგილობრივი თვითმმართველობა და რა წილი პასუხისმგებლობა მოსახლეობას, თუ გვინდა რომ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ
მკვლელი შენობები - დროება
10 ივლ 202220:22
3 წუთის საკითხავი