logo
ENG



მკვლელობა ბოლნისში - ქმარმა 3 შვილის დედა ქამრით გაგუდა

17 ოქტ 201920:20
3 წუთის საკითხავი
 
2b1vd4xc40u3c56.png

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ბოლნისში. ქამრით გაგუდულია 3 შვილის დედა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის  სოფელ ტალავერში ქმრის მიერ მოკლული 25 წლის ახალგაზრდა ქალი აზერბაიჯანში მშობლებმა უკვე გადაასვენეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ ცოლ ქმარი ბაქოში ცხოვრობდნენ და გუშინ ჩამოვიდნენ.

ახლობლებისთვის უცნობია რა გახდა მომხდარის მიზეზი. მეზობლების ინფორმაციით ცოლ ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა და კონფლიქტი არ ჰქონიათ. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

მეზობლები ყვებიან, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო და წყვილი ბაქოში ცხოვრობდა ისინი ყოველ სამ თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ იმისთვის, რომ საზღვარზე დაფიქსირებულიყვნენ

მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლულის ქმარი დააკავა. ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.


close დახურვა