logo
ENG



მმართველ გუნდი კონგრესმენების კრიტიკაზე:ამერიკული მხარე არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას

17 დეკ 201914:22
3 წუთის საკითხავი
 
qdh6vlye3thribw.jpg

ამერიკული მხარე არ ფლობს ზუსტ ინფორმაციას - ასე პასუხობენ ამერიკელი კონგრესმენების უპრეცედენტო კრიტიკას მმართველ გუნდში. მათი აზრით, პროპორციული სისტემის ჩაგდება და აქციის დაშლა, არ არის ის თემები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიზაციის კუთხით მიღწეულ პროგრესს გადაწონის.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დასავლეთთან ჯანსაღი და დემოკრატიული ურთიერთობა შეინარჩუნონ.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ კიდევ არის დასაზუსტებელი და მისაწოდებელი მათთვის ინფორმაცია, რომ ეს გავაკეთოთ და საქმის კურსში ჩავაყენოთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რა პროცესებიც ვითარდებოდა ბოლო პერიოდში ქვეყანაში, რასაც ცდილობდნენ დესტრუქციული ჯგუფები და რისი მცდელობა ჰქონდათ მათ ჩაფიქრებული და რაც სცადეს მათ. შეიძლებოდა დავმდგარიყავით ფაქტის წინაშე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაეტოვებინა საპარლამენტო უმრავლესობა რაც კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანდა. ჩვენ ამის უფლება არ გვქონდა, ამიტომ ჩატარდა თავისუფალი კენჭისყრა“, - აცხდებს ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი გიორგი გახარიას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერილს უგზავნიან და ქართულ მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო აკრიტიკებენ. როგორც წერილში ვკითხულობთ, ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და შოკირებულნი არიან პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით. წერილში, ასევე, საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი და ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.


close დახურვა