logo
ENG



მოლდოვას ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ჰყავს

15 ნოე 201914:53
3 წუთის საკითხავი
 
ht3qsgjpxueg0wy.png

მოლდოვას ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ჰყავს. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ქვეყნის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა. პრემიერის პოსტი ქვეყნის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა იონ კიკუმ ჩაიბარა, მთავრობა კი ძირითადად ქვეყნის პრო-რუსი პრეზიდენტის, იგორ დოდონის მხარდამჭერებით დაკომპლექტდა. მოლდოვის მთავრობა მაია სანდუს ხელმძღვანელობით რამდენიმე დღის წინ გადადგა. გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო მას პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. 


close დახურვა