logo
ENG



მონაცემების გაცვლის პროცესი დაწყებულია - მაკა სოლოღაშვილი პრეპარატების კვლევის შესახებ

06 მაი 202010:30
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებული პრეპარატების კვლევაში ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაც ჩაერთვება - როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე ინფორმაციის გაცვლის პროცესია დაწყებული.

მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენებოდა პლაქვენილი, თუმცა არა მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტებთან.

„ამ ეტაპზე საუბარია მონაცემების გაცვლა-გამოცვლაზე და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ჩართულია სპეციალური კლინიკური კომისიის წევრები და ყველა ინფორმაციის მიწოდებაზე ვართ მზად. ჩვენ გამოყენებული გვაქვს პლაქვენილი იქ, სადაც კონკრეტული მდგომარეობაა განხილული და ექიმის გადაწყვეტილებითაა დანიშნული, მიღებული გვაქვს ყველგან დადებითი შედეგი. არ ჩანს რეკომენდაციები, რომ მსუბუქს დასჭირდეს პრეპარატი - ისინი ექვემდებარებიან სიმპტომურად მკურნალობას და მეეჭვება, დასჭირდეთ დამატებითი ჩარევა. ჩვენ მსუბუქ პაციენტებთან პლაქვენილი არ გამოგვიყენებია. ჩვენ ყველა განცხადებას გავაკეთებთ ჩვენი კლინიკის გამოცდილებით", - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედი პრეპარატების კვლევაში ჩაერთვება. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, კონსულტაციები უკვე დაწყებულია.


close დახურვა