logo
ENG



მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, ქუთაისში საქართველოს დროშას დაუშვებენ

07 დეკ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/07/cl60v4odn658mfp.jpg

მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დროშას დაუშვებენ. ინფორმაციას ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ "ქუთგანათების სერვისი" ავრცელებს.

"ერთკვირიანი პროგნოზიდან გამომდინარე, ქუთაისში მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, საქართველოს დროშა დროებით დაშვებული იქნება", - ნათქვამია "ქუთგანათების სერვისის" განცხადებაში.

ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას მერია 2 წელიწადზე მეტ ხანს ცდილობდა, თუმცა ამას ყველა ჯერზე სხვადასხვა გარემოება უშლიდა ხელს - ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს იყო ტენდერების ჩაშლა თუ ნიადაგის შეუსაბამობა. დროშის აღმართვა ხუთჯერ ჩაიშალა. საბოლოოდ ის მე-6 ცდაზე, 12 აგვისტოს აღმართეს. თუმცა, დროშა ქარმა რამდენჯერმე დააზიანა და ოქტომბრის თვეში მერიას მისი ჩამოხსნა და თავიდან აღმართვა მოუწია. 

ქუთაისის მერიას სპორტული სკოლის მიმდებარედ სახელმწიფო დროშის დგარის მოწყობა 49 959 ლარი დაუჯდა. დგარის მოწყობის სამუშაოები შპს "ნიუ იბერიამ" შეასრულა.

 

 


close დახურვა