logo
ENG



მოსამართლე იყო მიკერძოეული - კოჟორიძე თბილავიამშენის საქმეზე

24 ოქტ 201908:45
3 წუთის საკითხავი
 
iv2v2egidowmvxy.png

სააპელაციო სასამართლოში თბილავიამშენის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. ადვოკატი კახა კოჟორიძე „ფორმულასთან" ყვება, რომ სასამართლომ საკომიტეტო მოსმენის ამსახველი ვიდეოჩანაწერი საქმეს მტკიცებულებად დაურთო. საუბარია, დეპუტატ ლევან კობერიძის კითხვებზე, მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის პასუხებზე.

მოსამართლემ თქვა, რომ მისი "შინაგანი მრწამსისა" და მორალისთვის მიუღებელია, კერძო პირების საკუთრებაში სტრატეგიული საწარმოების ქონა. კოჟორიძის თქმით, მოსამართლე საქმეს მიკერძოებულად და წინასწარ შექმნილი აზრის საფუძველზე იხილავდა. 

"მან პრაქტიკულად განაცხადა, რომ საქმეზე ჰქონდა წინასწარ შემქნილი აზრი, მისი სიტყვებით მრწამსი, რომლის არსიც იყო ის, რომ არ შეიძლება სტრატეგიული საწარმოს კერძო საკუთებაში არსებობა. შესაბამისად, მისი ეს პოზიცია პირდაპირ უთითებს და ადასტურებს იმას, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული. ჩვენ დეპუტატების დასმული კითხვა და მოსამართლის პასუხი დისკზე ჩავწერეთ, სასამართლოს წარვუდგინეთ იმის დასადასტურებლად რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო. ვფიქრობ, სასამართლო პრაქტიკისთვის საინტერესო პრეცენდენტი იყო, როცა სააპელაციო სასამართლომ  ეს მტკიცებულება საქმეს  დაურთო,"-აცხადებს კოჟორიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილავიამშენის საქმე პირველ ინსტანციაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, კაკაბაძესა და მიქაბერიძეს აქვთ განხილული


close დახურვა