მოსამართლე ნინო ენუქიძემ აქციაზე დაკავებულ მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
გიორგი ბახუტაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.
მსახიობი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული წესით 30 ნოემბერს დააკავეს.