logo
ENG



მოსკოვის სასამართლომ ქართული ლეგიონის ოთხ წევრს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

23 მარ 202313:30
3 წუთის საკითხავი
 
კობა ლიკლიკაძე,

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა უკრაინაში მებრძოლ ქართული ეროვნული ლეგიონის ოთხ წევრს. ამის შესახებ ინფორმაციას "მედიაზონა" ავრცელებს.

ლაშა რუხაია, ვასილ ალიბეგაშვილი, ერეკლე ამირანაშვილი და ვეკა აპრესოვი, ბრალდების მიხედვით უკრაინის მხარის მიერ არიან დაქირავებულნი (სსკ-ის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

დაუსწრებლად დაპატიმრების შესახებ მოსმენები 3 მარტს გაიმართა, თუმცა მათ შესახებ ინფორმაცია 22 მარტს გახდა ცნობილი.

მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს პრესსამსახურმა "მედიაზონას" კორესპონდენტის ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.

ქართული ლეგიონი არის მოხალისეთა შეიარაღებული ფორმირება, რომელიც უკრაინის არმიის მხარეს იბრძვის.


close დახურვა